ფოლდსკოპის შესახებ

გამოგონება

ფოლდსკოპი გამოიგონეს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორებმა - მანუ პრაკაშმა და ჯიმ სიბულსკიმ.
მათ შეამჩნიეს, რომ ტრადიციული მიკროსკოპები ძვირადღირებული ან რთულად მოსახმარი იყო, და გადაწყვიტეს, შეექმნათ მიკროსკოპის გაცილებით ხელმისაწვდომი ვერსია.

ფოლდსკოპის პროტოტიპი თავდაპირველად ფურცელზე დაიხაზა. მიუხედავად იმისა, რომ ესკიზები პრაქტიკული მიზნით იქმნებოდა, მეცნიერები მალევე მიხვდნენ, რომ სწორედ ქაღალდი იყო ის მასალა, რომელიც შეუნარჩუნებდა მიკროსკოპს დაბალ თვითღირებულებას და მაღალ ხარისხს.

ფოლდსკოპის საცდელი პროგრამა 2014 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 70,000-ზე მეტი ფოლდსკოპი გადანაწილდა მსოფლიოს 135-ზე მეტ ქვეყანაში.

ფოლდსკოპები გამოიყენებოდა სხვადასხვა სფეროში: ინდოეთში სასოფლო-სამეურნეო მავნებლების კვერცხების გამოსავლენად, ამაზონში ნიადაგის მრავალფეროვნების შესასწავლად, ყალბი კუპიურების დასადგენად და წყლის ნიმუშებში ბაქტერიების აღმოსაჩენად.

ჩვენ გვჯერა, რომ სამეცნიერო განათლებისადმი წვდომა ადამიანის უფლებაა და გვსურს, ნებისმიერ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიკროსკოპი ჯიბით ატაროს.